ჩვენი პარტნიორობა
თანამშრომლობა AIESEC საქართველოსა და ISIE ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლას შორის 2012 წლიდან დაიწყო და რეგულარულად ახლდება ყოველ 2 წელიწადში. მიმდინარე პარტნიორობის კონტრაქტი ძალაშია 2025 წლის ჩათვლით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში პროექტის მონაწილე ღებულობს გამოცდილებას აიესაის პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც სემინარის ისე პროგრამის შესახებ.
გადაწყვიტე . წადი . გავინთარდი .
გაეცანით ჩვენი პარტნიორობის პირობებს და გადადგით პირველი ნაბიჯი, შეავსეთ უმარტივესი ფორმა.
რეგისტრაციაპარტნიორობის არსი
რა არის მთავარი ამ პარტნიორობაში? რატომ მივიღო მონაწილეობა?
“AIESEC-სა და ISIE-ს პარტნიორობის მთავარი არსი მდგომარეობს AIESEC-ისთვის ხარისხიანი, შესაბამისი კომპეტენციების მქონე მონაწილეების მიწოდებაში ISIE-ს მხრიდან სემინარის გავლის შემდგომ, რომელიც სემინარის მონაწილეებს პრიორიტეტში აქცევს და გარანტირებულს ხდის მათ მონაწილეობას გაცვლით პროგრამაზე საზღვარგარეთ, რაც განსხვავებულად ხდება ამ პარტნიორობის მიღმა, ISIE-ს გარეშე მონაწილეობის დროს.”
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს შეუძლიათ ამ პარტნიორობისგან დამოუკიდებლად პირდაპირ AIESEC საქართველოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობით, რომელიც არ არის შეზღუდული მხოლოდ ევროპით და მსოფლიოს სხვა მრავალ ტერიტორიასა და ქვეყანას მოიცავს. პროგრამების ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.aiesec.org
ეს პარტნიორობა არის დამატებითი ღირებულება ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს პიროვნული განვითარება და ზრდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილე ესწრება “ISIE-ს პიროვნულ განვითარების სემინარს”, რომელიც ეხმარებათ მათ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება უკეთ დაუკავშირონ რეალობას ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ.