პროექტის შესახებ
გაცვლითი პროგრამა და პიროვნული განვითარების სემინარი
AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სასწავლო პროექტები და მენეჯმენტი – ეს თემები კი განაწილებულია სამი მიმართულებით:
- Global Talent – პროფესიული
- Global Teacher – პედაგოგიური
- Global Volunteer – მოხალისეობრივი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ან კურსდამთავრებული 18 დან 29 წლამდე
- ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო / B2 დონე
- უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:
- რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
- პროექტების უმრავლესობა მთლიანად ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და მინიმუმ ერთჯერად კვებას, ან გათვალისწინებულია სტიპენდიაში.
- თითოეულ პროექტზე პირობები განსხვავებულია და გეცნობებათ პროექტის არჩევამდე.
- საცხოვრებელი შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც მასპინძელ ოჯახს ისე სტუდენტურ საცხოვრებელს.
მიმდინარე პროექტების საერთო პირობები:
- ამჟამად აქტიური ქვეყნები: რუმინეთი, ჩეხეთი, გერმანია, თურქეთი, ეგვიპტე. (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაემატება 2022 წელს და პროცესში შეგეძლებათ არჩეული ქვეყნის ცვლილება პროგრამის დადასტურებამდე).
- ხანგრძლივობა: 6 კვირიდან – 1 წლამდე, დამოკიდებულია პროექტზე.
- საზღვარგარეთ გამგზავრების პერიოდი: მარტი – აგვისტო 2023.
- გასაუბრების ეტაპი: გასაუბრება ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
- ღირებულება: 800 ლარიდან – 2,000 ლარამდე, დამოკიდებულია პროექტზე, მოხალისეობრივი 900ლ / სასწავლო 1,000-1200ლ, პროფესიული 1,200-2,000ლ.
- საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
- მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
- ISIE სერთიფიკატი: ISIE-ს მიერ გაიცემა ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი “პიროვნული განვითარების სემინარში” მონაწილეობის თაობაზე.
- AIESEC სერთიფიკატები: AIESEC-ს მიერ გაიცემა ერთი – ორენოვანი სერთიფიკატი აისეკ საქართველოს მიერ, ხოლო მეორე – საერთაშორისო სერთიფიკატი პროექტის დასრულებისა და საბოლოო ტესტის შევსების შემდეგ.
- ADDITIONAL TRAINING PROGRAM: ყველა პროექტიდან დაბრუნებულ მონაწილეს ჩაუტარდება უფასო დამატებითი ტრენინგის პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკეთესად გამოიყენონ საქართველოში.
რეგისტრაცია
მონაწილის გამოცდილება მოხალისეობრივ პროგრამაში
ყოველდღიურად ვიღებთ კითხვებს რა არის რეალურად ეს პროექტი? რა კონკრეტულ გამოცდილებებს გულისხმობს? რას მივიღებთ მონაწილეობის შემდეგ? სწორედ ამიტომ, ჩვენს ერთერთი მონაწილეს ვთხოვეთ 1 წუთში გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხი. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს წლიურად.
სტატისტიკა
2012 წლიდან დღემდე…