პროექტის შესახებ
გაცვლითი პროგრამა და პიროვნული განვითარების სემინარი
AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატები.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სასწავლო პროექტები და მენეჯმენტი – ეს თემები კი განაწილებულია სამი მიმართულებით:
- General Presentation – ზოგადი პრეზენტაცია | DOWNLOAD PDF
- Global Volunteer – მოხალისეობრივი | DOWNLOAD SAMPLE
- Global Talent – პროფესიული | DOWNLOAD SAMPLE
- Global Teacher – პედაგოგიური | DOWNLOAD SAMPLE
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ან კურსდამთავრებული 18 დან 30 წლამდე
- ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო / B2 დონე
- უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:
- რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
- პროექტების უმრავლესობა მთლიანად ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და მინიმუმ ერთჯერად კვებას, ან გათვალისწინებულია სტიპენდიაში.
- თითოეულ პროექტზე პირობები განსხვავებულია და გეცნობებათ პროექტის არჩევამდე.
- საცხოვრებელი შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც მასპინძელ ოჯახს ისე სტუდენტურ საცხოვრებელს.
მიმდინარე პროექტების საერთო პირობები:
- ამჟამად აქტიური ქვეყნები: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (თუმცა AIESEC-ს არ აქვს შეზღუდვები მის ქსელში მყოფ 110 ქვეყანაზე).
- ხანგრძლივობა: 6 კვირიდან – 1 წლამდე, დამოკიდებულია პროექტზე.
- გასაუბრების ეტაპი: გასაუბრება ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
- ღირებულება: მოხალისეობრივი პროგრამა 700ლ, მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ გადახდის პირობები აქ.
- საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
- მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
- ISIE სერთიფიკატი: ISIE-ს მიერ გაიცემა ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი “პიროვნული განვითარების სემინარში” მონაწილეობის თაობაზე.
- AIESEC სერთიფიკატები: AIESEC-ს მიერ გაიცემა ერთი – ორენოვანი სერთიფიკატი აისეკ საქართველოს მიერ, ხოლო მეორე – საერთაშორისო სერთიფიკატი პროექტის დასრულებისა და საბოლოო ტესტის შევსების შემდეგ.
- ADDITIONAL TRAINING PROGRAM: ყველა პროექტიდან დაბრუნებულ მონაწილეს ჩაუტარდება უფასო დამატებითი ტრენინგის პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკეთესად გამოიყენონ საქართველოში.
რეგისტრაცია
მონაწილის გამოცდილება მოხალისეობრივ პროგრამაში
ყოველდღიურად ვიღებთ კითხვებს რა არის რეალურად ეს პროექტი? რა კონკრეტულ გამოცდილებებს გულისხმობს? რას მივიღებთ მონაწილეობის შემდეგ? სწორედ ამიტომ, ჩვენს მონაწილეებსს ვთხოვეთ გაეცა პასუხი ამ შეკითხვებზე. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან ასობით ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას ყოველწლიურად.
თუ გსურთ დაუკავშირდეთ მარიამს და პირადად კითხოთ პროგრამის შესახებ, მიწერეთ ელ. ფოსტაზე mariamjjadzem@gmail.com
თუ გსურთ დაუკავშირდეთ თინას და პირადად კითხოთ პროგრამის შესახებ, მიწერეთ ელ. ფოსტაზე tinatin.vibliani01@gmail.com
სტატისტიკა
2012 წლიდან დღემდე…