პროექტის შესახებ

გადახდის პირობები

მოხალისეობრივი პროგრამა

  • სემინარის საფასური: 250ლ (ექვ. ევროში)
  • პროგრამის საფასური: 450ლ
  • ჯამური ფასი: 700ლ

პარტნიორობის არსი

რა არის მთავარი ამ პარტნიორობაში? რატომ მივიღო მონაწილეობა?
AIESEC-სა და ISIE-ის პარტნიორობის არსი მდგომარეობს ISIE-ის მხრიდან AIESEC-ისთვის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების მქონე მონაწილეების შერჩევა და სემინარის მეშვეობით მომზადება. ISIE-ის სემინარების გავლის შემდეგ მონაწილე მეტად მომზადებულია და კონკურენტული გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს შეუძლიათ ამ პარტნიორობისგან დამოუკიდებლად პირდაპირ AIESEC საქართველოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობით, რომელიც ასევე ღირს 700ლ – ანუ ფინანსურად მონაწილეობაში სხვაობა არ არის, რომელიც ასევე არ არის შეზღუდული მხოლოდ ევროპით და მსოფლიოს სხვა მრავალ ტერიტორიასა და ქვეყანას მოიცავს. პროგრამების ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.aiesec.org

ეს პარტნიორობა არის დამატებითი ღირებულება ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს პიროვნული განვითარება და ზრდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილე ესწრება “ISIE-ს პიროვნულ განვითარების სემინარს”, რომელიც ეხმარებათ მათ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება უკეთ დაუკავშირონ რეალობას ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ.

გადახდის გრაფიკი

  • რეგისტრაცია უფასოა
  • შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა
  • გასაუბრების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში 2 სამუშაო დღე ეძლევა არჩეულ კანდიდატს მოსაფიქრებლად.
  • ხდება სემინარის საფასურის გადახდა
  • პროგრამაზე მორგების შემდეგ ხდება პროგრამის საფასურის გადახდა
  • არც ერთი საფასურის უკან დაბრუნება (refund) არ ხორციელდება არც ერთი პირადი მიზეზით.

    პედაგოგიურ და სასწავლო პროგრამებზე გადასახადი ცვალებადია, თუმცა პარტნიორობის პრინციპი უცვლელი (ანუ სემინარის საფასური კვლავ შედის მთლიან საფასურში). ამ პროგრამების საფასურის ჯამი შესაძლოა იყოს 1,500 ლარამდე, დამოკიდებულია პროგრამაზე.

რეგისტრაცია

სტატისტიკა

2012 წლიდან დღემდე…

0
მეტი პროექტის მონაწილე
0
მეტი ჩატარებული სემინარი
0
ქვეყანა
0
მეტი შევსებული აპლიკაცია