პროექტის შესახებ

გადახდის პირობები

მოხალისეობრივი პროგრამა

  • სემინარის საფასური: 250ლ
  • პროგრამის საფასური: 450ლ
  • ჯამური ფასი: 700ლ

პარტნიორობის არსი

რა არის მთავარი ამ პარტნიორობაში? რატომ მივიღო მონაწილეობა?
AIESEC-სა და ISIE-ის პარტნიორობის არსი მდგომარეობს ISIE-ის მხრიდან AIESEC-ისთვის შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების მქონე მონაწილეების შერჩევა და სემინარის მეშვეობით მომზადება. ISIE-ის სემინარების გავლის შემდეგ მონაწილე მეტად მომზადებულია და კონკურენტული გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს შეუძლიათ ამ პარტნიორობისგან დამოუკიდებლად პირდაპირ AIESEC საქართველოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობით, რომელიც ასევე ღირს 700ლ – ანუ ფინანსურად მონაწილეობაში სხვაობა არ არის, რომელიც ასევე არ არის შეზღუდული მხოლოდ ევროპით და მსოფლიოს სხვა მრავალ ტერიტორიასა და ქვეყანას მოიცავს. პროგრამების ხილვა შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.aiesec.org

ეს პარტნიორობა არის დამატებითი ღირებულება ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებს პიროვნული განვითარება და ზრდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილე ესწრება “ISIE-ს პიროვნულ განვითარების სემინარს”, რომელიც ეხმარებათ მათ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება უკეთ დაუკავშირონ რეალობას ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ.

გადახდის გრაფიკი

  • რეგისტრაცია უფასოა
  • შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა
  • გასაუბრების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში 2 სამუშაო დღე ეძლევა არჩეულ კანდიდატს მოსაფიქრებლად და შემდეგ ადასტურებს მონაწილეობას წერილობით ელ. ფოსტაზე.
  • ხდება სემინარის საფასურის გადახდა წინასწარ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სერთიფიკატის აღება მონაწილეს სურს პროგრამაზე წასვლამდე.
  • პროგრამაზე მორგების შემდეგ ხდება პროგრამის საფასურის და სემინარის საფასურის გადახდა, გაიცემა სემინარში მონაწილეობის სერთიფიკატი.
  • არც ერთი საფასურის უკან დაბრუნება (refund) არ ხორციელდება არც ერთი პირადი მიზეზით.

    სხვადასხვა აისეკის პროგრამებზე გადასახადი ცვალებადია, თუმცა პარტნიორობის პრინციპი უცვლელი (ანუ სემინარის საფასური კვლავ შედის მთლიან საფასურში). 


რა შედის ფასში?
ISIE-ს (მომზადება და ზრდა) მეშვეობით:
– 8 ინტენსიური სესია ლიდერობის, მისიის დასახვისა და გლობალური აზროვნების შესახებ.
– საერთაშორისო გასაუბრებებისთვის ექსპერტის მომზადება წარმატების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად.
– ISIE ქსელთან წვდომა და პროექტის შემდგომი ტრენინგი, რათა თქვენი საზღვარგარეთული გამოცდილება საქართველოში კარიერულ უპირატესობად აქციოთ.
– ინგლისური ენის სერტიფიკატი პიროვნული განვითარების სემინარისთვის.

AIESEC-ის (გლობალური გამოცდილება) მეშვეობით:
– დახმარება საერთაშორისო შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანაში, CV-ს კორექტირებაში, საერთაშორისო გასაუბრებებისთვის მომზადებაში და წარმატებული შერჩევის შემდეგ – დახმარება ვიზის დოკუმენტაციაში, მოწვევის წერილებსა და საერთაშორისო გამოცდილების მიზნების დასახვაში.
– განთავსება საზღვარგარეთ: უზრუნველყოფილია პროექტების უმეტესობისთვის (როგორც წესი, მასპინძელი ოჯახი ან სტუდენტური საცხოვრებელი).
– ჩასვლისთანავე მხარდაჭერა ადგილობრივ AIESEC-ის „მეგობრებთან“, რათა დაგეხმაროთ მასპინძელ ქვეყანაში დამკვიდრებაში.
– სერტიფიკატი და რეფლექსიის სესია პროგრამის დასრულების შემდეგ.

რა არ შედის ფასში?
– მგზავრობის ხარჯები, ავიაბილეთი და ადგილობრივი ტრანსპორტირება.
– ვიზის საფასური, მოგზაურობის დაზღვევა და პირადი ჯიბის ფული.

რეგისტრაცია

სტატისტიკა

2012 წლიდან დღემდე…

0
მეტი პროექტის მონაწილე
0
მეტი ჩატარებული სემინარი
0
ქვეყანა
0
მეტი შევსებული აპლიკაცია